რეზონანსი
06.02.2020

(რეზონანსი) საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული აჰმედ ჩატაევის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან გადაასვენეს და ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ დაკრძალეს.

ექსპერტიზის ბიუროში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად ვინ წაიღო ცხედრის ნაწილები და სად მიაბარეს მიწას ჩატაევი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა.

საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფმა აჰმედ ჩატაევმა და მისმა დაჯგუფებამ სპეცდანიშნულების რაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, საბოლოდ კი ალყაში მყოფმა ჩატაევმა თავი აიფეთქა. სწორედ ამ დროიდან მისი დანაწევრებული ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინახებოდა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×