
(რეზონანსი) ირაკლი შოთაძის წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა თუკი მას მხარდაჭერა ექნება დაბრუნდეს მე ამას მხოლოდ მივესალმები,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო.
„მე წასვლაში კითხვის ნიშანი მქონდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო იმიტომ, რომ როდესაც სისხლის სამართლის გამოძიებაზე, კონკრეტულ საქმეზე ჩნდება კითხვები, ანდა საზოგადოებს აქვს განცდა, რომ პროკურატურას რომელიღაც ბრალდებული არ უნდა გამართლებოდა სასამართლოში ან რომელიმე ბავშვისთვის, ხაზს ვუსვამ ბავშვისთვის მისჯილი სასჯელი არ არის საკმაოდ პირსისხლიანი, ამიტომ არ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი. ეს იყო შეცდომა, მისი გადაგომა, ეს ხმამაღლა ვთქვი. მე ვესწრებოდი ამ პროცესს, როდესაც ვთხოვე, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. იყო რა თქმა უნდა რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი, თუმცა მე ამას დღეს ამას უფრო მკაცრად ვაფასებ და ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო შეცდომა, შესაბამისად ვერავითარ პრობლემას იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა თუკი მას მხარდაჭერა ექნება დაბრუნდეს მე ამას მხოლოდ მივესალმები",- განაცხადა თეა წულუკიანმა.