რეზონანსი
06.02.2020

(რეზონანსი) ფოთის მერიის შენობაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორი ზედაპირული ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ წუთებში მერიის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×