
(რეზონანსი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში, მეათე კლასელი გოგო 18 წლის ბიჭმა მოიტაცა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა.
როგორც ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი, დავით როსტომაშვილი აცხადებს, გოგო სახლში გამტაცებლის ბიძამ დააბრუნა.
„გატაცების ფაქტი დილით, სახლიდან რომ გამოვიდა მაშინ მოხდა. ბიჭის ბიძამ რომ გაიგო გოგო არასრულწლოვანი იყო, სახლში თვითონვე დააბრუნა",- განაცხადა როსტომაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.