რეზონანსი
06.02.2020

(რეზონანსი) ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალშობილ ჩინელს დაბადებიდან 30 საათის შემდეგ ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

ბავშვი უხანის საავადმყოფოში 2 თებერვალს დაიბადა. რამდენიმე დღით ადრე, ექიმებმაკორონავირუსის დიაგნოზი ბავშვის დედას დაუსვეს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადავიდა ვირუსი დედიდან ახალშობილზე.

ექიმები ამბობენ, რომ ჯერ გენეტიკურად დაავადების გადადებასთან დაკავშირებით განცხადებებს ვერ გააკეთებენ.

ბავშვის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია და მასზე დაკვირვებას რამდენიმე სპეციალისტი ახორციელებს.

ამ დროისთვის კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 563-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 1153 ადამიანი, ხოლო დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×