რეზონანსი
06.02.2020

რუსეთში მოღვაწე ბალერონმა ნიკოლოზ ცისკარიძემ ტელევიზია RTVI-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც ჟურნალისტი ხელოვნების სფეროში აკრძალვებთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა. ცისკარიძემ ფილმი „სტალინის სიკვდილი“ გაიხსენა, რომლის ჩვენებაც რუსეთის კინოთეატრებში აკრძალეს.

„მე ვნახე ეს ფილმი. როგორც ქართველი და არა როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ვიყავი აღშფოთებული. მე არ მინდა, რომ ვხედავდე ჩემს ეროვნებას ასეთი სახით.“ , - ამბობს ბალერონი. 

ცისკარიძემ 2005 წელს, ბალეტ „ფარაონის ქალიშვილის“ ირგვლივ აგორებული სკანდალიც გაიხსენა, როდესაც ამერიკაში ჩასულ რუსულ დასს სთხოვეს, რომ ფერადკანიანი პერსონაჟები მოეხსნათ, რადგან ისინი შეურაცხმყოფლად წარმოაჩენდნენ აფროამერიკელებს. 

„რატომ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ქართველს, მაგრამ არ შეიძლება მიაყენო აფროამერიკელს? თქვენ არ ხართ ქართველი, მე ვარ და რატომ არ შემიძლია ვთქვა, რომ არ მინდა ჩემს ერს შეურაცხყოფა მიაყენონ“, - აცხადებს ცისკარიძე.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×