რეზონანსი
05.02.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდეს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

მარგველაშვილის თქმით, ამის ალბათობა მეტწილად განაპირობა ვაშინგტონიდან გამოგზავნილმა წერილებმა, რითიც, ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ უთხრეს, რომ „ჩვენთვის მიუღებლები ხართ".

მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ ფონზე ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილების საფრთხეც არსებობს.

„ვექტორის გადახრის საშიშროება არსებობს", - მიიჩნევს მარგველაშვილი და სწორედ აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდეს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×