რეზონანსი
05.02.2020

სტამბოლში ავიაკომპანია პეგასუსის თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩა.

ინციდენტი საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში მოხდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მგზავრები ამ დროისთვის ევაკუირებული არიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. მომხდარის გამო აეროპორტი დროებით დაიხურა.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"ბორტზე 177 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია", - განაცხადეს უწყებაში.

ამ დროისთვის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×