რეზონანსი
05.02.2020

ვატყობდი, რომ თამთა თოდაძე ცოტა არაჯანსაღი ფსიქიკის იყო. ხანდახან უზრდელურად იცოდა ლაპარაკი, როცა სვამდა, არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე საკრებულოს ბრალდებული წევრის, ილია ჯიშკარიანის ბიუროს თანამშრომელმა ირმა ჩიკვილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას ილია ჯიშკარიანმა უთხრა, რომ თამთა თოდაძემ "დაალეწა თავზე ნივთები".

"ჩემთვისაც ბევრჯერ მოუყენებია თამთას სიტყვიერი შეურაცხყოფა, ვატყობდი, რომ ცოტა არაჯანსაღი ფსიქიკის იყო. ხანდახან უზრდელურად იცოდა ლაპარაკი. თამთა თოდაძეს ილია ჯიშკარიანთან სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა. რომ სვამდა არაადეკვატური ქცევები ჰქონდა..."თამთა, შვილო, თამთა, გენაცვალე", - ასე მიმართავდა ბატონი ილია თამთას. თვითონ თამთაც ბატონობით ესაუბრებოდა. ხშირად ამბობდა თამთა, ჩემი განათლებიდან, პრაქტიკიდან გამომდინარე, არ ვიმსახურებ აქ ვიჯდეო. ყველასთან ამბობდა, რომ მისი ადგილი პარლამეტში იყო, რომ იმდენი ტანსაცმელი ჰქონდა, ჩვენთან რომ ჩაეცვა, ამას ვერავინ შენიშნავდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×