რეზონანსი
05.02.2020

4 თებერვალს, კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ქალი, მანანა მორგოშია წარმოშობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიიდანაა. იგი წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მერის წარმომადგენელმა სოფელ ორსანტიაში ელგუჯა ბოკუჩავამ "პრაიმტაიმს" განუცხადა.

"მას ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა, აქ სოფელში სახლი დაკეტილი აქვთ წლებია. გარდაცვლილის ნათესავებიდან გავიგეთ, რომ მის ცხედარს დღეს მეუღლის სახლში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩამოასვენებენ",- გვითხრა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩამოწოლილმა ზვავმა მანქანა ხევში გადააგდო. მოყოლილი ზვავის ქვეშ მაშველებმა ერთი დაღუპული და ერთიც უვნებლი ამოიყვანეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×