რეზონანსი
05.02.2020

მკვლელობა მარტყოფში - ღვთაების მონასტერში მომხდარის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ ეპარქიიდან მიღებული ინფორმაციით, მონასტერს შეფარებულმა პირმა, რომელსაც ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, მეორე ადამიანი მოკლა და ადგილი დატოვა.

„როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×