რეზონანსი
05.02.2020

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის" გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც სააგენტომ გაარკვია, მკვლელობას წინ ორ სამოქალაქო პირს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა.

„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არც მოკლული მამაკაცი და არც დაპირისპირებაში მონაწილე მეორე ადამიანი სასულიერო პირი არ არის.

„ისინი კელიაში ცხოვრობდნენ, თუმცა სასულიერო პირები არ არიან და მონასტერს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებდნენ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა პირმა.

შეგახსენებთ, რომ მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვლილი კელიაში ნახეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×