რეზონანსი
05.02.2020

მეტროსადგურ "გოცირიძეს" მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტის მე-8 სართულიდან გადმოვარდნილი 26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პირველ სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ კომატოზურ მდგომარეობაში.

"იყო ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. დაზიანებებს რაც შეეხება, არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის, ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შეშუპება, კისრის გულ-მკერდის და წელის მალების მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის კრიტიკული, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია და ოპერაცია დაიგეგმება მას შემდეგ, რაც იქნება მიღწეული მინიმალური სტაბილიზაცია", - განაცხადა ექიმმა ხათუნა ხუფენიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×