რეზონანსი
05.02.2020

ტყუპისცალი საბა რუხაძე დაიბადა 23.03.2017 წ. ქ. თბილისში. საბა რუხაძე ღარიბი ოჯახიდანა. ის შშმ პირია. საბა რუხაძეს საქართველოში სხვადასხვა დროს დაუდგინეს: ფილტვის ღეროს სარქველოვანი სტენოზი (Q22.1), ფილტვის ვენების ნაწილობრივი ანომალური დრენაჟი (Q26.3), წინაგულთაშუა ძგიდის დიდი ზომის დეფექტი ვენუს სინუსის ტიპის (Q21.1), გულის თანდაყოლილი მანკის გართულება – შეძენილი მანკი სამკარიანი სარქველის უკმარისობა (Q22.8), პერინატალური ენცეფალოპატია (G93.8), ჰიდროცეფალური სინდრომი (G91.8), თავის ტვინის ცერემბრალური კისტები (G93.1) და სხვა. საბა რუხაძე საქართველოში, როგორც პაციენტი წარმოადგენს იშვიათ სამედიცინო შემთხვევას. ამიტომ საბას ესაჭიროება საზღვარგარეთ რთული ოპერაციული მკურნალობა, რისთვისაც საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობაც, რომ შეგროვდეს საბა რუხაძის საზღვარგარეთ სამკურნალოდ საჭირო თანხა.

3 წლის საბა რუხაძის თურქეთის „აჯიბადემის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობის ღირებულება შეადგენს 17380 აშშ დოლარს (50 000 ლარი). ბავშვის ოჯახს არა აქვს ასეთი მკურნალობის შესაძლებლობა. გთხოვთ სრულიად საქართველოს დაგვეხმარეთ. ძალა ერთობაშია, ერთად გადავარჩინოთ საბა რუხაძის სიცოცხლე.

საბას რუხაძის დასახმარებელი საბანკო რეკვიზიტებია ლარში ან დოლარში:

თი ბი სი                          GE37თB7111445064300012

საქართელოს  ბანკი       GE33BG0000000334249800

ლიბერთი ბანკი              GE16LB0711183260926000

მიმღები მამა დავით რუხაძე პ/ნ 61002007660  ტელეფონი: 597022026

საბა რუხაძის საქველმოქმედო ნომერია 0901701517 ზარის ღირებულება 1 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×