
5 თებერვალს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩა N203-ის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 5 თებერვალს, 23:50 საათიდან 6 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: გურმიშვილის გამზირს, დადიანის, ზესტაფონის, ბენდელიანის, ჭიჭინაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.