
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მსახიობ ლალი ბადურაშვილის ცხოვრების ბოლო პერიოდს ახსენებს:
"ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, ძალიან მიყვარდა ლალი... არც მახსოვს როდის დავმეგობრდით, იმდენი ხანია ერთად მოვდივართ.
ერეკლეს გარდაცვალებას ფაქტიურად გადაჰყვა. მისი გარდაცვალებიდან ცოტა დრო გავიდა და ლალიც გარდაიცვალა. მძიმედ იყო მაშინ, არავის ეგონა თუ გადარჩებოდა. არ უყვარდა საკუთარ დაავადებაზე და ტკივილზე საუბარი. გარეთ არ გამოვიდოდა და თავის ტკივილს თავზე არ მოგახვევდა, თუ გამოვიდოდა აქეთ ცდილობდა ჩვენს გამხნევებას.
სიმსივნის დიაგნოზი შვილის გარდაცვალებამდე ჰქონდა, წლები ატარებდა. თავიდან არ იცოდა და როდესაც გაიგო, ტრაგედია არ მოუწყვია, ნორმალურად შეხვდა ამას, სასიკვდილო განაჩენად ვერც აღიქვამდა სიმსივნეს, მაგრამ ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა", - განუცხადა "ამბებს" მაკა რაზმაძემ.