რეზონანსი
04.02.2020

სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე მოულოდნელად ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ხევში ავტომობილი გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა რუსეთის მოქალაქე, დაშავებულია ერთი საქართველოს და ერთი სომხეთის მოქალაქე.

„ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×