
ჟურნალისტი ნატო გოგელია "ქართული ოცნების" დეპუტატებს ტყუილში ამხელს და დაღუპულის ოჯახის დეკლარაციის ამონაწერს ასაჯაროებს.
საუბარია იმ განცხადებებზე, რომლების უმრავლესობის წევრებმა დღეს ბაღდათში, ხანძრის სოციალურ შედეგად დაღუპულების შემწეობაზე გააკეთეს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში აცხადებდა, რომ ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახი ყოველთვიურად 1330 ლარს იღებდა.
"ნეტავ როგორ არ გრცხვენიათ ამდენ ტყუილს რომ ამბობთ? აგერ, დაღუპულის ოჯახის დეკლარაციის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ რვასულიან ოჯახს ყოველთვიურად სააგენტო 680 ლარს ურიცხავდა!!!! ეს დოკუმენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში მოგვცეს (კალმით მინაწერიც მათია და გაურკვეველია რაა) და დღეს გაკეთებული ამონაწერია!!!! მორალის კითხვას რომ შეეშვათ და ამ ადამიანებს მიხედოთ არა? სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency თქვენი წარმომადგენელი რომ დაიმალა, რატომ გგონიათ რომ პასუხისმგებლობას გაექცევით? რა პირობებში ცხოვრობდა 4 არასრულწლოვანი რატომ არ შემოაწმა მუშაკმა? რატომ არ იკითხეთ რას ჭამდნენ ის სამი თვე, როცა სოციალური დახმარება შეუჩერეთ? ბაღდათის მერმა არაფერი მაქვს თავის სამართლებელიო!!!!!! ხო, რაც მაგას ტაშ_ფანდურში და მივლინებებში ფული აქვს გაცემული რაზე უნდა იმართლოს თავი? რა პრობლემაა, რომ მის გვერდით ადამიანებს შიათ, სცივათ... საქართველოს მთავრობა ბაღდათის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა დღეს ტვ პირველისგან გაიგო, რომ გარდაცვლილი ქალის 4 არასრულწლოვანი მულიშვილიც ისეთივე უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, ნაქირავებ სახლში და რამდენიმე დღეში ქუჩაში გამოყრიან, რადგან სახლი გაიყიდა!!! მერმა მოძებნონ სახლი და ქირას გადავიხდითო... და ამ დროს სოციალური მუშაკი? დეპუტატი? ბიზნესმენი? ქველმოქმედი? ნეტავ რა გაძინებთ მშვიდად? ქართული ოცნება / Georgian Dream ამაზე არავის უოცნებია, არავის!!!!
პ.ს. მართლა არ მინდოდა ამ თემაზე სტატუსის დაწერა, მაგრამ ვოლსკის დაწყობილი სახე რომ დავინახე და მისი მათემატიკაც მივისმინე არ შემეძლო ეს დოკუმენტი არ დამედო!!!! #სირცხვილია #ნუგვატყუებთ #თქვითსიმართლე #მოაგვარეპრობლემა" - წერს ნატო გოგელია.
წყარო: "ნიუპოსტი"