რეზონანსი
04.02.2020

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ბაღდათში 1 777 ადამიანი უკიდურესს სიღარიბეში ცხოვრობს, აქედან 201 ბავშვია (17 წლამდე ასაკის).

ბაღდათში სულ 21 700 მოსახლეა. ბიუჯეტი საშუალოდ 10 მილიონი ლარია, საიდანაც ორჯერ მეტი იხარჯება რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე.

"ბაღდათის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს მუნიციპალიტეტში კულტურული და სპორტული ღონისძიებების, აგრეთვე რელიგიის დაფინანსებისთვის. ამ ხარჯებმა 2013-2019 წლებში 7,130,210 ლარი შეადგინა, საიდანაც 243,500 ლარი ეპარქიის დაფინანსება დაჯდა.

შედარებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის - რაშიც იგულისხმება ადგილობრივი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სხვადასხვა შეღავათების მინიჭება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, უფასო სასადილოებით უზრუნველყოფა და ა.შ. - მუნიციპალიტეტი ორჯერ ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე სპორტის, რელიგიის და კულტურის დაფინანსებისთვის. კერძოდ: 2013-2015 წლებში აღნიშნულმა ხარჯმა 3,343,800 ლარი შეადგინა", - აღნიშნულია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×