რეზონანსი
04.02.2020

საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ,- ასე უპასუხა დეპუტატმა მთავარი არხის კითხვას, რომელიც UNICEF-ის კვლევას შეეხებოდა და საქართველოში სიღარიბეს აღწერდა მმართველი პარტიის დეპუტატმა რევაზ არველაძემ.

„ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ... მე ვერ ვიჯერებ, რომ (ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ)... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა", - განაცხადა არველაძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ეს კვლევა 2016 წელს გახდა საჯარო და სწორედ ამ შედეგების შემდეგ გადააყენეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×