რეზონანსი
04.02.2020

საქართველოს 4 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან ახლახანს დაბრუნდნენ, კვლავ ინფექციურ საავამდყოფიში რჩება.

ორი მათგანის კვლევის პასუხი ნიდერლანდებიდან დღეს ჩამოვა.

აღნიშნულ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს ინფექციურ პათოლოგიის, შიდსისა დაკლინიკურ იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

"ბოლო პაციენტი შემოიყვანეს საღამოს საათებში 29 წლის ახალგაზრდა, რომელიც ჩინეთში იმყოფებოდა. ის დაკვირვების ქვეშაა, არ აქვს არც პნევმონია, არც ტემპერატურა და არც ფილტვების ანთება.

ამჟამად ჩვენთან დაკვირვების ქვეშ სულ 4 პაციენტი იმყოფება. ორი მათგანის ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა გაგზავნილია გამოსაკვლევად ჰოლანდიაში," - განაცხადა ცერცვაძემ.

აგრეთვე დღეიდან შესაძლებელი იქნება საქართველოში კორონავირუსის იდენტიფიცირებაც. ლუგარის ლაბორატორიას შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×