რეზონანსი
04.02.2020

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 64- ადამიანით გაიზარდა და 425-ს მიაღწია, - „როიტერის“ ინფორმაციით, ამ დრომდე ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 20 438 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 23 ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 151 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვალების შემთხვევა კი ჯერჯერობით მხოლოდ ფილიპინებშია დაფიქსირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს ჩინეთიდან კორონავირუსის გავრცელების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×