რეზონანსი
04.02.2020

ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრი. გარდაცვლილი ქალის შვილი ამბობს, რომ საცხოვრებლის მოთხოვნით ოჯახმა მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა მათ ყურადღება არავინ მიაქცია.

"დედაჩემია გარდაცვლილი, დაიწვა. გარდაცვლილია ფრხმძიმე ქალი, მეხუთეს ელოდებოდა. ისიც გამწვარია თავის ოთხ შვილთან ერთად. მერიის მხრიდან არანაირი ყურადღება არ იყო. მკვდარია ადამიანი და ახლაც მეუბნება, მე დედაშენს ქირას ვუხდიდიო. დამისახელოს ვის უხდიდა ფულს გამგეობა?! მკვდარზე მეუბნება ახლა, რომ ფულს ვუხდიდითო... როცა მოვდიოდი გამგეობაში ამას რატომ არ მეუბნებოდი?!ხელისუფლება რომ დახმარებოდა ეს ტრაგედია არ მოხდებოდა "- აცხადებს გიორგი ლილუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×