რეზონანსი
03.02.2020

თავდაცვის სამინისტრო სკანდალში ეხვევა - სატანკო ბატალიონში 5 სამხედრო მოსამსახურე ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალწვეულს სასტიკად გაუსწორდა. სამხედრო ნაწილის სხვა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გამო ბაზაზე ვითარება დაიძაბა. თავდაცვის უწყება ინციდენტის გასაიდუმლოებას ცდილობდა. მომხდარი რომ არ გახმაურებულიყო ნაცემი ახალწწვეული კლინიკიდან სალში დროზე ადრე გაწერეს.

ნაცემი ჯარისკაცის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათგან დუმილს ითხოვდნენ. თავდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ ღარიბაშილს სკანდალის ჩახშობაში ადგილობრივი ხელისუფლება ეხმარებოდა. ჯარისკაცის ცემის შესახებ თავდაცვის სამინისრომ განცხადება მხოლოდ მაშინ გაავრცელა, როცა გაიგეს, რომ საკითხზე "მთავარი არხი" ამზადებდა რეპორტაჟს. განცხადებაში არ არის საუბარი იმაზე, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება ჯარისკაცებს შორის.

"მარნეული პატარა ქალაქია, აქ მსგავსი ამბები მალე ჟონავს. ყველგან გავრცელდა ის, თურა მოხდა სამხედრო ბაზაზე. ის სამხედრო იმდენად ყოფილა ნაცემი,რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როცა ამ ამბავმა მასშტაბური სახე მიიღო დაიწყო მარნეულის მერის ზაურ დრგალის ვიზიტი ოჯახში. სამხედროს ოჯახი გააჩუმეს, რათა არავის გაეგო ეს ამბავი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დარგალი ღარიბაშვილოს კადრი" -აცხადებს მარნეულის მკვიდრი.

ჯარისკაცის ცემის ფაქტი დაადასტურა დაზარალებულის მამა, თუმცა იგი აცხადებს, რომ თემა უკვე ამოწურულია.

"ვინ შეგატყობინათ ამის შესახებ ვერ გავიგე. არ გვინდა ამ ამბის გასაჯაროვება. შერიგდნენ და ეს ამბავი დაიხურა" - ამბობს სამხედროს მამა.

ჯარისკაცის ახლობელს ფაქტზე საუბრისას წამოსცდა, რომ მარნეულის მერი, ზაურ დარგალი მათთან სახლში იმყოფებოდა.

"ჯარისკაცებს შორის ჩხუბი არ უნდა იყოს? არავისთვის გვიჩივლია. მადლობა ბატონ ზაურს. ისიც ჩვენთანაა. არაა საჭირო, რომ ეს ამბავი გახმაურდეს" - აცხადებს ბიჭის დედა.

სამხედრო დანაშაულის დაფარვაში მარნეულის მერი რომ პირადად იყო ჩართული ამას მარნეულის ოპოზიციაც ადასტურებს. მათი ინფორმაციით ზაურ დარგალი ირაკლი ღარიბაშვილის კადრია და პოსტზე მისი რეკომენდაციით დანიშნეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ საქმის ჩაფარცხვის დავალება ზაურ დარგალმა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×