რეზონანსი
03.02.2020

 ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩაზე, 59 წლის მამაკაცის ცხედარი მისივე საცხოვრებელ სახლში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი და დრო ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი მეზობელმა აღმოაჩინა.

ამ დროისთვის გარდაცვლილს ახალციხის პროზექტურაში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×