რეზონანსი
03.02.2020

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ საადვოკატო საქმიანობა ენატრება და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში კვლავ ადვოკატურას დაუბრუნდება. ამის შესახებ ბესელია „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს.

„სხვათაშორის ადვოკატობით უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე ახლა მაქვს... თავს იმის უფლებას ვერ მისცემ, ხელფასი გაიზარდო. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, პირველი, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ ავკრძალეთ პრემიები დეპუტატებისთვის, მხოლოდ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები იღებენ. 2012 წელს, პარლამენტის წევრობის შემდეგ ჩავთვალე, რომ არაეთიკური იქნებოდა ადვოკატურას ემუშავა და გავაუქმე. მენატრება ჩემი საქმე და დავბრუნდები, სასამართლო რეფორმას რომ დავასრულებ მერე. ასეთი სასამართლოს პირობებში ნამდვილად არ დავბრუნდები. ბრძოლას ვერ მივატოვებ. არ ვიღლები. არ არსებობს ძალა, რომელიც გამაჩერებს, ვიღაცეებს კი მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე", - ამბობს ეკა ბესელია.

წყარო: "კვირისპალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×