რეზონანსი
03.02.2020

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ქალაქის მერს, კახა კალაძეს პასუხობს. შეგახსენებთ, დღეს კალაძემ განაცხადა, რომ გიგი უგალავას აღიარებული აქვს და ხელი აქვს მოწერილი, რომ 50 მილიონი მოიპარა.

"ჩემო ძვირფასო კახი, უწიგნური რომ ხარ ეს დადგენილი ფაქტია- ემპირიული მოცემულობაა. ზედ ჩვეულებრივი მატყუარაც ხარ. მარტივად აფერისტი. რადგან ლიტერატურულ ქართულს ვერ ფლობ, შენთვის გასაგები ენით აგიხსნი ტო: მოდი დედაზე დავიგინოთ ( ხომ ძაან გიყვარს კაცობის დასადასტურებლად). დღის ბოლომდე გამოაქვეყნე დოკუმენტი სადაც მე ხელს ვაწერ და ვაღიარებ 50 მილ მოპარვას. თუ ვერ იზამ და ვერ იზამ რადგან ბუნებაში მაგავსი რამ არ არსებობს. ჩვეულებრივი ცირკის შაპიტო ხარ და ცრუპენტელა. დღეს საღამოდან კი შეგეწერება, როგორც **ს.

პ.ს. ისე ინფორმაციისთვის რასაც შენი პროკურატურა მედავება - პარტიული ხალხის დასაქმებას, მთელი ცხოვრება ციხე გეკუთვნის-რაც შენ უსაქმური მეოცნებეები გყავს მერიაში შეყრილი. მილიონიანი ნაძვის ხე უკან დაგრჩება" - ამბობს გიგი უგულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×