რეზონანსი
03.02.2020

ჭიათურაში და ზესტაფონში რაგბის ეროვნული ნაკრების რუმინეთთან თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა. „ბორჯღალოსნებს“ ორივე რეგიონიდან ადგილობრივი მორაგბეები და მოსახლეობა უჭერდა მხარს.

ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურის მორაგბეების გუნდმა მოსახლეობას საქომაგო კლუბის ჩამოყალიბების ინიციატივა სპორტის ამ სახეობის ადგილზე პოპულარიზაციის და მათთვის მოტივაციის ამაღლების მიზნით შესთავაზა.

 კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც ჭიათურაში ადგილობრივი მორაგბეების იდეის მხარდამჭერია, ორივე რეგიონიდან სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებისთვის და კომპანიის თანამშრომლებისთვის საქართველო რუმინეთის მატჩის ხილვა დინამო არენაზე ბილეთების შეძენით და თბილისში ტრანსპორტირებით უზრუნველყო.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ულოცავს რაგბის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×