რეზონანსი
03.02.2020

ბათუმში კობალაძის ქუჩაზე ავტოავარიის დროს ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კაცი გარდაცვლილი დახვდა. სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×