რეზონანსი
03.02.2020

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 81 წლის ქალი დაიღუპა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალს დასუფთავების სამსახურის მანქანა დაეჯახა, შემთხვევა კი, დაახლოებით 07:00 საათზე მოხდა.

ფაქტი დაადასტურეს ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახურში.

„მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება, შემთხვევის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. კადრებში ნათლად არ ჩანს, დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა", - განაცხადა სანიტარული დასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, შოთა თოდაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×