რეზონანსი
03.02.2020

ჩინეთის მოქალაქე ვან იუნბინი Chita.ru- სრედაქციას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ის კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთია, რის შესახებაც რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

მან სწორედ მედიის მეშვეობით შეიტყო, რომ ახალი ვირუსით ინფიცირფებულია.

„გამარჯობა, მე ვარ ის ჩინელი ტრანს-ბაიკალის ტერიტორიიდან, რომელიც სავარაუდოდ, კორონავირუსითინფიცირებულია. მე მხოლოდ ხველა, სხვა არაფერი მაწუხებს, ექიმები არ მეუბნებიან, რომ ინფიცირებული ვარ და ტესტის შედეგებს არ მაძლევ. ახალი ამბებიდან გავიგე, რომ ინფიცირებული ვარ.

თუ მართლა ვარ ინფიცირებული, ყველას ბოდიში უნდა მოვუხადო, ალბათ არსად არ უნდა წავსულიყავი, უბრალოდ, ბავშვი და ცოლი ჩამოვიყვანე და ჩინეთში დასასვენებლად წავედი. არ ვიცოდი, რომ შეიძლება დავინფიცირებულიყავი.. შედეგის მიუხედავად, დახმარების იმედი მაქვს, რადგან ჩემს შვილს აქვს ცხელება და აქვს დიარეა - ჩინური ახალი ამბებიდან შევიტყვე, რომ ეს ძალიან საშიშია, მაგრამ საავადმყოფო, სადაც ჩვენ ვართ, საკმარისი არ არის ჩვენი რეაბილიტაციისთვის.

ახლა კვირის ბოლოა და ბევრი ექიმი არ მუშაობს, აღმოვჩნდი ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ვიცი, სჭირდება თუ არა ჩემს შვილს სასწრაფო დახმარება და ექიმებს შეუძლიათ თუ არა, დროულად მიხედონ.

ანალოგიურ შემთხვევაში, ჩინეთში, ექიმი 24 საათის განმავლობაში იმყოფება პაციენტთან, რადგან მისი მდგომარეობა შეიძლება მოულოდნელად გაუარესდეს და საჭირო გახდეს შესაბამისი დახმარება, იმედი მაქვს, რომ ჩემს შვილის დახმარებას შეძლებენ. ჩემი ქალიშვილი მხოლოდ 2 წლისაა, ის ძალიან პატარაა.

ერთ კვირაში 6-ჯერ ავიღეთ სისხლის ანალიზი, მაგრამ არც ერთმა შედეგი არ მოგვცა. როგორ შეუძლია პატარა ბავშვს ამდენი ანალიზი აუღონ შედეგების გარეშე?!

ჩვენ გვსურს მივიღოთ ანალიზის შედეგები, ვიცოდე, ავად ვართ თუ არა, თუ მოულოდნელად დაავადება გვაქვს, ჩემს შვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება", - ამბობს სავარაუდო ინფიცირებული.

მამაკაცი იმ საავადმყოფოს ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის და მისი ოჯახი იმყოფება.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ოლეგ სალაგაიმ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გასცა და უკმაყოფილო პაციენტებს ყურადღებას მიაქცევენ.

„ჩვენ ასევე ვაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულ პაციენტს უფლება აქვს მიიღოს სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის, გამოკვლევის და მკურნალობის შედეგების შესახებ", - წერს სალაგაი თავის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×