რეზონანსი
03.02.2020

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 77 000 ბავშვი შიმშილობს. ეს არის პრობლემა, რომელიც მმართველმა პარტიამ ვერ მოაგვარა.

„ჩვენი ღია ოფისიდან ბრიფინგებს ვაგრძელებთ იმ ინტენსიური სასამართლოს პროცესების ფონზე, რომელიც მუშაობის დროს არ გვიტოვებს. ჩვენი ბრიფინგის თემა ეძღვნება საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობას და იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რომელიც უკვე შექმნილია წლების განმავლობაში და რა პრობლემაც ვერანაირად ვერ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. საქართველოში დღეს არის 77 000 მოშიმშილე ბავშვი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, პარტიის წარმომადგენლის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სრულად აღმოფხვრის ამ პრობლემას. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების გზას მეტი სამუშაო ადგილების შექმნაში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში ხედავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×