რეზონანსი
03.02.2020

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

26 წლის ბიჭი საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითმკვლელობას ცდილობდა. ინცინდენტის შემსწრე დეიდამ კი მას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას ტყვია მოხვდა, ამის შემდეგ კი ბიჭმა თვითდაზიანებები მიიყენა.

დაშვებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ, ვინაიდან შესაბამისი ნებართვა დაჭრილის ახლობლებისგან არ აქვთ.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სამი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×