რეზონანსი
03.02.2020
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება, თუმცა პირბადეებზე მოთხოვნა გაზრდილია.
„მოქალაქეებმა სადეზინფექციო საშუალებებით ხშირად უნდა დაიბანონ ხელები, გაანიავონ სივრცე, სადაც იმყოფებიან და ატარონ პირბადე, თუკი გრიპი აქვთ.
ამ ეტაპზე არ შეინიშნება პანიკა, არც სასწრაფოს გამოძახებით და სასურველია, რომ არც შეინიშნებოდეს. თუმცა, შეინიშნება აფთიაქებში პირბადეებთან დაკავშირებით მოთხოვნა, იმიტომ რომ საკმაოდ აქტიურად ყიდულობს მოსახლეობა პირბადეებს.
საზოგადობასთან რეკომენდაციას რაც შეეხება, ის არის, რომ მათ ხშირად გაანიავონ სივრცე, სადაც იმყოფებიან, ასევე ხელი დაიბანონ სადეზინფექციო საშუალებებით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის გრიპიანი, აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე სხვასთან კომუნიკაციის დროს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×