რეზონანსი
02.02.2020

ცოტა ხნის წინ, თბილისში მაჩაბლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„პრაიმტაიმმა" სანდო წყაროზე დაყრდნობით შემდეგი ინფორმაცია მოიპოვა: დაჭრილები ახლო ნათესავები არიან. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ 37 წლისაა, თავის მოკვლას ცდილობდა, რაშიც მას ხელი, სახლში მყოფმა ოჯახის ახლობელმა, სავარაუდოდ ქალბატონმა შეუშალა. წყაროს ცნობით, ის ახალგაზრდა მამაკაცის დეიდაა. იარაღის წართმევის დროს კი, მოხდა გასროლა. რა დროსაც ორივე დაიჭრა. ქალბატონი ფეხშია მსუბუქადაა დაჭრილი.

ამ ეტაპისთვის შსს დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაცაა აღძრული.

შსს ცნობით, ამ ეტაპისთვის მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე-რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×