რეზონანსი
02.02.2020

უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში მამაკაცმა ეკლესიიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები მოიპარა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პოლიცია ავრცელებს.

პოლიციამ დამნაშავის კვალს კამერების ჩანაწერის წყალობით მიაგნო. პიროვნება, რომელმაც ტაძრიდან წმინდა ნაწილები მოიპარა 37 წლის მამაკაცია, რომელიც ადრე მკვლელობისთვის იყო ნასამარლევი და 14 წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან 2019 წლის მაისში გაათავისუფლეს.

დამნაშავემ მოპარული წმინდა ნაწილები მეგობარს გადასცა. პოლიციამ იგი თანამზრახველან ერთად დააპატიმრა. აღნიშნული დანაშაულისათვის კანონი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×