რეზონანსი
02.02.2020

კანონის საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ, ბანერს მაინც დავდგამ, - ამის შესახებ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს.

მაჩალიკაშვილის მოთხოვნა უცვლელია, სურს საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„მე ვითხოვ ხელმოწერების შესაგროვებლად დავდგა კარავი, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა ამ ყველა სიბინძურეს მოეღოს ბოლო. კითხვას გაეცეს პასუხი. უფლებას მომცემენ, თუ არ მომცემენ, კანონის საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ და ბანერს მაინც დავდგამ, კანონი მაძლევს ამის უფლებას. „ართულმა ოცნებამ" თქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიციისთვის ვაგროვებ ხელმოწერებეს, არა ჩემთვის. ესენი ყველაფერს აკეთებენ ჩემს გასაშავებლად, რადგან იციან, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს აქვს დიდი მხარდაჭერა", - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×