რეზონანსი
02.02.2020

კორონავირუსის პარალელურად ჩინეთში კიდევ ერთმა ვირუსმა იფეთქა. ეს არის ქათმის გრიპი - H5N1. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ეპიდემიის ეპიცენტრი გავრცელების ზონის მეზობელი პროვინცია ჰუნანია. ერთ-ერთ ფერმაში 4500-მდე შინაური ფრინველი დაავადდა და დაიღუპა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გრიპის გავრცელების პრევენციის მიზნით პროვინციაში 18 ათასამდე ქათამი გაანადგურა.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, H5N1-ის ვირუსით ადამიანების ინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×