რეზონანსი
02.02.2020

გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა "სიკვდილის ვირუსი". ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა მათ კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

"ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს ჩვენ. გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა "სიკვდილის ვირუსი". ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ასხუროთ თქვენ კარ-მიდამოს ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი",- განაცხადა ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ.

პატრიარქმა მაია ნაჭყებიას ხელმძღვანელობით წყნეთის მოხუცებულთა თავშესაფარი და ვარდიების გვარი დალოცა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×