რეზონანსი
02.02.2020

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში ასახელებენ წამლებს, რითაც, მათი აზრით "ჩინური პნევმონიის" განკურნება შესაძლებელია.

2019-nCoV-თან საბრძოლველად ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს პრეპარატ რიბავერინს, რომელსაც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის წინააღმდეგ იყენებდნენ ჩინეთში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში. თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, ვინაიდან მისი უკუჩვენებაა ანემია და ჰიპოქსემია.

კორონავირუსისგან განსაკურნებლად, მათი რეკომენდაციით შესაძლებელია ლიპონავირისა და რიტონავირის მიღებაც, რაც აივ ინფექციის წინააღმდეგ გამოიყენება.

რეკომენდებულ პრეპარატებს შორის არის ასევე ინტერფერონი ბეტა - 1b. მას გააჩნია იმუნომოდულირების და ვირუსის საწინააღმდეგო აქტივობა და გაფანტული სკლეროზით დაავადებულებში ამცირებს ავადმყოფობის გამწვავებისა და გახშირების ალბათობას.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×