რეზონანსი
02.02.2020

1-ლი თებერვლიდან მილიონობით სმარტფონზე მესენჯერი WhatsApp-ი აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Facebook-ის კუთვნილი აპლიკაციის მხარდაჭერა შეწყდება ისეთ სმარტფონებზე, რომლებიც ვადაგასულ ოპერაციულ სისტემებზე მუშაობენ. კერძოდ, კი საუბარია ოპერაციული სისტემა Android 2.3.7-ზე, iPhone iOS 8-ზე და მათზე უფრო ძველ ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებზე.

WhatsApp-ში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვით არის განპირობებული.

ამასთან, გარკვეულ მოწყობილობებს, მაგალითად iPhone 4, რომელსაც მხოლოდ iOS 7-ის მხარდაჭერა აქვს, აპლიკაციაზე წვდომა აღარ ექნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×