რეზონანსი
02.02.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადასტურებს ფაქტს, რომ ჩინეთის საზღვრის გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდაცვლილი 44 წლის ჩინელი მამაკაცია, რომელიც ფილიპინებში ქალაქ უხანიდან იანვარში მეგობარ ქალთან ერთად დაბრუნდა.

ინფიცირებული მანილას საავადმყოფოში მკურნალობდა. ფილიპინების ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედარს უახლოეს ხანაში ჩინეთის საელჩოს გადასცემს.

ბოლო მონაცემებით კორონავირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 305-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 14 300-ია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×