რეზონანსი
02.02.2020

იტალიის ქალაქ მოდუნიოში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

როგორც იტალიური მედია წერს, პოლიციამ ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი და დანგრეული შენობის ჩხრეკისას საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებამ ამოიღო მოპარული ნივთები, მათ შორის ტელეფონი, ძვირფასი საათი და ნაღდი ფული. სამართალდამცავების ცნობით, აღნიშნული ნივთები ბრინდიზიში მდებარე სახლის მეპატრონეს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაქურდეს.

აღსანიშნავია, რომ ძველი შენობის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვა მოპარული ნივთები. სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×