რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) ირანმა ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ფრენების აღდგენის შესახებ თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

დღესვე აშშ-მა და ავსტრალიამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 259 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 11 000-ს გადააჭარბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×