რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა ჩინეთიდან ჩამსვლელი მგზავრებისთვის საზღვრები ჩაკეტა. BBC-ის ცნობით, აშშ-სა და ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იყო, ქვეყანაში არ შეუშვებენ.

მანამდე, მსგავსი აკრძალვა დააწესა რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და იტალიამ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსგავსი ზომების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მოგზაურობის აკრძალვას მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. მათი თქმით, ეს დააზიანებს ეკონომიკას და გაართულებს ინფორმაციის გაზიარებას.

მოგზაურობის აკრძალვა გააკრიტიკა ჩინეთმაც. საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინგის თქმით, ეს ნამდვილად არ არის კეთილი ნების ჟესტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×