
(რეზონანსი) გორში, "ლომჭაბულის " მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო მევახშემ მსესხებელ ქალს სცემა.
როგორ თვითმხილველი ამბობს, ქალებს შორის სიტყვიერი შეკამათება 600 ლარის გამო მოხდა, რომლის გადახდასაც მსესხებელს გამსესხებელი სთხოვდა.
სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და გამსესხებელმა ყელისა და სახის არეში მსესხებელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
"ჯერ ჩხუბობდნენ, გამსესხებელი თანხის დაფარვას მოითხოვდა, 600ლარი ჰქონია ვალი. შემდეგ მოულოდნელად ყელში სწვდა და ახრჩობდა, ძირს დაეცა ეს ქალი, მევახშე კი ურტყამდა. გამვლელებმა გააშველეს და პოლიციასა და სასწრაფოს გამოუძახეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ქალი ადრეც შემჩნეული ყოფილა მსესხებლებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე",- განაცხადა თვითმხილველმა "რეგიონულ კვირასთან".
საქმის გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.