რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 243 პაციენტია გამოჯანმრთელებული. ინფორმაიას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის უწყება არცელებს.

საავადმყოფოებიდან პაციენტების გაწერა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სხეულის ტემპერატურა მინიმუმ სამი დღის განმავლობაში ნორმალურ დიაპაზონში რჩება, ხოლო ნუკლეინის მჟავების ტესტი ორჯერ უარყოფით შედეგს აჩვენებს.

ჩინეთში კორონავირუსით 259 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთის გარდა 25 სხვა ქვეყანაში ამ ვირუსით ავადობის 98 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არცერთი პაციენტი არ დაღუპულა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×