რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) ენგურის გამშვებ პუნქტზე აფხაზი ექიმები მოქალაქეებს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

გალში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნული შემოწმება დღეს დილით დაიწყო.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთიდან მომავალი მოქალაქეები ამბობენ, შემოწმება სავალდებულო მხოლოდ ზუგდიდიდან გალში მიმავალი პირებისთვის არის.

„მე დიხაზურგიდან მოვდივარ. ჩემთვის არ იყო სავალდებულო, მაგრამ ნებაყოფლობით მეც გავიარე შემოწმება. სიცხე გამიზომეს და რენტგენი გადამიღეს. სპეციალური მანქანა დგას, სადაც შეჰყავთ მოქალაქეები და ამოწმებენ", - ამბობენ გალში მცხოვრებლები.

მათივე ცნობით, ამბულატორიასთან, სადაც მოქალაქეებს ამოწმებენ, რიგებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×