რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) ბოლნისში, სოფელ სამწვერისში 70 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუპოსტი" ავრცელებს.

მამაკაცის ცხედარი ადგილობრივებმა დილით ნახეს. თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. გუშინ საღამოს ის სახლში არ მისულა და ოჯახის წევრებმა მისი ძებნა დაიწყეს.

მეზობლების თქმითვე, მოკლულს გულის არეში აქვს სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული.

"დილით ავდექით, ეს ჩემი ბიძაშვილია. დანით არის მოკლული. სოფელში პანიკაა, თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ. აქ ყველა ყველას ნათესავია, სავარაუდოდ ვიღაც მოვიდა და მოკლა" - აცხადებს ადგილობრივი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×