რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) ცოტა ხნის წინ ვაზისუბნის და შაშიანის დამაკავშირებელ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საპირისპირო მხარეს მოძრავი მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და დაეჯახა.

"სამსახურში მივდიოდი ჩემთვის და დავინახე თოვლიან გზაზე მოცურდა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და დამეჯახა. შოკში ვიყავი, დამცავი ბალიშები გამეხსნა", - განაცხადა "რეგიონულ კვირასთან " დაზარალებულმა ზაზა საბაშვილმა

შემთხვევის შედეგად 4-მა მგზავრმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და მათი გადაყვანა საავადმყოფოში საჭირო არ გახდა.

შემთხვევაზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×